LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის მხარდასაჭერად საქართველოში Holland’s Next Top Model-ის გადაღებები მიმდინარეობს

95
pjimage-52

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ რეალითი შოუს გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს.

Holland’s Next Top Model მორიგ მე-12 სეზონის სამ 45 წუთიან ეპიზოდს საქართველოში გადაიღებს. 50 კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმყოფება. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალთან ერთად, მოხდება ქართული მოდის პოპულარიზაცია.

ცნობისთვის, შოუ 12 წელია არსებობს და ბენილუქსის ქვეყნებში უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობს. თითოეულ ეპიზოდს 1 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს. გადაცემის წამყვანია ცნობილი მოდის ექსპერტი და ვლოგერი ანა ნოშინი, კონკურსანტებს შეაფასებს America’s Next Top Model-ის ჟიურის წევრი, მოდელი და ფოტოგრაფი ნაიჯელ ბარკერი.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის პოპულარული რეალითი შოუს ეპიზოდების საქართველოში ჩაწერა ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ჰოლანდიის ტურისტულ ბაზარზე.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გასულს წელს საქართველოს ჰოლანდიაში ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს Wie Is De Mol (ვინ არის თხუნელა – „ჯაშუში“) გადამღები ჯგუფი ეწვია. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები