LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმში ისევ ვარდნა გვაქვს: ვიზიტორების რაოდენობა 89%-ზე მეტით შემცირდა

82
shutterstock-1081370882

ტურიზმის სექტორში მკვეთრი ვარდნა ნარჩუნდება. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს თებერვალში მხოლოდ 42 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2020 წელის თებერვალთან შედარებით 89.5%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში ყველაზე მეტი, ანუ 15 983 ვიზიტორი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა სომხეთი – 5 785 ვიზიტორით, მესამეზე აზერბაიჯანი – 3 950 ვიზიტორით. აღსანიშნავია, რომ საერთო ვიზიტორების უმრავლესობა, ანუ 93% კაცი იყო, ხოლო ქალების რაოდენობამ 7% შეადგინა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამის მიუხედავად, თებერვალში ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (86%) სახმელეთო გზით შემოვიდა. ყველაზე მეტი 11 547 ვიზიტორი ქვეყანაში სარფის საზღვრიდან შემოვიდა, ყაზბეგიდან – 7 878 ვიზიტორი, წითელი ხიდიდან – 7 452 ვიზიტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები