LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines საერთაშორისო რეისებზე ოპერირებას 10 ივნისიდან განაახლებს

719
5dbed00b7152d803c88d145a-1024x639

თურქეთის ფლაგმანმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა რეგულარული ფრენების დაწყების თარიღი ისევ გადაავადა.

როგორც avianews.ge იუწყება,  ბოლო განახლებით ავიაკომპანია შიდა რეისებზე ოპერირებას 4 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო რეისებზე – 10 ივნისიდან შეუდგება.

„ჩემთვის ერთი კვირის წინ რომ გეკითხათ, გადამწყვეტ თარიღად 28 მაისს დავასახელებდი. თუმცა, დაკვირვებების შედეგად თარიღი გადაიხედა. 4 ივნისი – შიდა ფრენების დაწყება, 10 ივნისი – საერთაშორისო რეისები”, – ამბობს Turkish Airlines-ის ხელმძღვანელი ილკერ აუჩი.

საქართველოს ცაზე 20-მდე ავიაკომპანია ბრუნდება, მათ შორის: Wizz Air, Ryanair, Turkish Airlines

"ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას"

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ფრენები დაიწყება უმსხვილეს ქალაქებს შორის, საუბარია 12-14 მარშრუტზე.

შეგახსენებთ, ცნობილი თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გამგზავრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები