LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა: გაიზარდა ფრენების და იმ ქალაქების რაოდენობა, საიდანაც საქართველო ტურისტებს იღებს

76
ipiccy-image

მიუხედავად პანდემიისა, ზაფხულის სეზონი დაიწყო და ბათუმის, თბილისის და საქართველოს სხვა ულამაზესი კუთხეების ქუჩებში ჩვენ უკვე ვხედავთ უცხოელ ტურისტებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შესვლისთვის გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები მოქმედებს, გაიზარდა ფრენების და იმ ქალაქების რაოდენობა, საიდანაც საქართველო ტურისტებს იღებს.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს საკუთარი მოქალაქეების უკან შეშვების სხვადასხვა წესი და ეს შემაფერხებელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, აღდგენა მიდის ძალიან მაღალი ტემპით – 50%-ზე მეტით აღდგა ფრენები და გაიზარდა იმ ქალაქების და მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც ჩვენთან ტურისტები მოფრინავენ. ტურიზმის ინდუსტრიაში ზრდა 200%-ს აღემატება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურა იყოს კომფორტული. მაგალითად, 72 საათში ერთხელ ტესტირებას ძირითადად კერძო ლაბორატორიებში ხდება. თუ დავინახავთ, რომ რომელიმე რეგიონში, თუნდაც აჭარაში, ამ თვალსაზრისით შეფერხებაა, დავეხმარებით, რათა უფრო აქტიურად იმუშავონ. რაც შეეხება ტესტირების საფასურს, ეს ის საფასურია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა გაიღონ. ვაფინანსებთ მათ ტესტირებას. რაც შეხეება ჩამოსულ ტურისტებს, ეს მათვის მნიშვნელოვანი ხარჯი არაა. ესაა ხარჯი, რომელიც გაღებულია მათი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“,- განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორის ვაქცინაციას, მინისტრის თქმით, ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა აჭარაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები