LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა: თურქეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც 4 წელია ჩვენ და ჩვენი ბიზნესები ველოდებოდით

75
148843925-3765074180248880-268870336217812270-o

თუქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც 4 წელია ჩვენ და ჩვენი ბიზნესები ველოდებოდით. ეს არის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების შესახებ რატიფიცირება, – -ასე შეაფასა ნათია თურნავამ ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მექანიზმის ამოქმედების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე.

მინისტრის განცხადებით, ზოგადად დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, ასევე ის წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციების საქართველოს ეკონომიკაში მოზიდვას.

„შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვანია ისეთი დარგებისთვის, რომლებიც სამრეწველო წარმოებისთვის თურქეთიდან შემოსულ ნედლეულს იყენებენ. საუბარია არასასურსათო წარმოებაზე, როგორიცაა: ტექსტილი, სამკერვალო ინდუსტრია, ავეჯის, პლატმასისა და საშენი მასალების წარმოება და სხვა“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ტექსტილის მიმართულებით დაახლოებით 80 მლნ დოლარით მეტი პროდუქცია, რომელიც ნაწარმოები იქნება თურქული ნედლეულით, შეიძლება, გავიდეს ევროკავშირში და ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მინისტრის განცხადებით, შეთანხმების რატიფიკაცია განსაკუთრებით გაუხარდა სამკერვალო ინდუსტრიას, რომელიც საქართველოში ბევრ ადამიანს ასაქმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები