LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი აშშ-ის საელჩოს სამძიმარს არ იღებს: „ტერაქტის შემდეგ, შტატებთან ალიანსი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს, რადგან სენატი ფინანსურ დახმარებას უწევს ქურთ მებრძოლებს“

60
თურქეთის შს მინისტრი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, შტატებთან ალიანსი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს.

აღნიშნულის შესახებ სულეიმან სოილუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ თურქეთი არ იღებს აშშ-ის საელჩოს სამძიმარს და უარყოფს მას, რადგანაც აშშ-ის სენატი ფინანსურ დახმარებას უწევს ქურთ მებრძოლებს, რომლებიც თურქეთში მშვიდობას არღვევენ.

„მივიღეთ გადმოცემული გზავნილი. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, არ ვიღებთ და უარვყოფთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს. ალიანსი სახელმწიფოსთან, რომელიც სენატიდან ამ ჯგუფებს ფულს უგზავნის, კვებავს ქობანის ტერორისტულ ზონებს, რომელთა მიზანი თურქეთის მშვიდობის დარღვევაა, უნდა იყოს განხილული.

ეს არის ღია და ცხადი. ჩვენ არ ვართ ვინმეს მტერი, არავის მიწაზე არ დაგვიდგამს თვალი, არავის ვღალატობთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ცხადია, ჩვენ ვერ ავიტანთ ღალატს.“ – განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა.

სტამბოლში თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა: თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი

მანამდე კი სულეიმან სოილუმ განაცხადა: „დადგენილია, რომ სტამბოლში ტერაქტის დროს ასაფეთქებლად გამოყენებული იყო ტროტილი. ტერაქტის უშუალო შემსრულებელმა ქალმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ ის თურქეთში ქურთ მუშათა პარტიის წევრებმა და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთებმა გაგზავნეს.“

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა. შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავდა 81 მოქალაქე.

თურქული მედია აქვეყნებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილ ქალს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები