LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი დღეიდან რეგულარულ ფრენებს ანახლებს

150
CITY-IST-1

დღეიდან თურქეთმა რეგულარული ფრენები აღადაგინა. საწყის ეტაპზე, ავიამიმოსვლა ქვეყნის შიგნით განახლდა, 10 ივნისიდან კი – უკვე საერთაშორისო რეგულარული ფრენების განახლებაც იგეგმება.

როგორც avianews-ი წერს, 1-ელ ივნისს პირველი რეგულარული ავიარეისი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, აეროპორტ “სტამბოლიდან” ანკარას მიმართულებით, Turkish Airlines-ის მიერ განხორციელდა.

Pegasus Airlines-მა კი პირველი რეგულარული რეისი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან იზმირის მიმართულებით, ადგილობრივი დროით, 10:15 საათზე შეასრულა.

შეგახსენებთ, თურქეთმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 28 მარტიდან შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები