LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი ტყის ხანძრებს ებრძვის: ევაკუირებულია ათეულობით სოფელი და რამდენიმე სასტუმრო

198
1

მესამე დღეა, თურქეთი მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში: მერსინის, ოსმანიეს, ადანის, ანტალიისა და ქაჰრამანმარაშიის პროვინციების მიმდებარეს, 40-ზე მეტი ტყის ხანძარია.

მედიასაშუალებები წერენ, რომ ევაკუირებულია ათეულობით სოფელი და რამდენიმე სასტუმრო.

ოთხშაბათს, ანტალიაში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 200-მდე ადამიანი.

“ჩვენ ვხედავთ კადრებს, როგორ გარბიან ადამიანები, როგორ უყურებენ ცას, რომელიც ფორთოხლისფერი ხდება და როგორ ემალებიან ცეცხლს, რომელიც მათს სახლებს უახლოვდება.” – წერს სხვადასხვა გამოცემა.

დღეს დილით ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 71 ხანძრიდან 57 იყო ლიკვიდირებული. დღესვე პრეიზდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხანძრის ქრობის პროცესში 45 ვერტმფრენია ჩართული.

მისივე თქმით, ამავე დროს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაჩენილი ხანძრების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები