მაიკო სეთურიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ მოუწყვეს ანზორ ერქომაიშვილს თურქეთიდან ჩამოსულმა ქართველებმა უდიდესი სიურპრიზი. ანსამბლმა „ჩვენებურები“ ერქომაიშვილს სახლთან მიაკითხა და მას ერთგვარი წარმოდგენა გაუმართეს, იმღერეს და იცეკვეს, რასაც დიდი მოწონება ხვდა წილად და რასაკვირველია, არა მხოლოდ ბატონი ანზორის მხრიდან.

მაიკო სეთურიძე წერს:

„”ჩვენებურები”- ასე გამოხატეს უდიდესი პატივისცემა ანზორ ერქომაიშვილის მიმართ. საოცარი და სასიამოვნო სიურპრიზი ♥️ #ჩვენერთნივართ“.

შეგახსენებთ, რომ ორი ათეული წლის განმავლობაში ანზორ ერქომაიშვილი, ქართული ანსამბლები თუ ცალკეული შემსრულებლები ფესტივალ „ჩვენებურებზე“ დადიან, ფაქტია, რომ იქ მცხოვრებმა ქართველებმა ტრადიციები შეინარჩუნეს და დღემდე მოიტანეს. ანსამბლმა „ჩვენებურები“ კი ასე გამოხატა მადლობა ქართული ფოლკლორის თვალსაჩინო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის მიმართ.

მსგავსი თემები