LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის მოქალაქეს განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

67
Untitled design

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, ქ.ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, არსებული უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის არეში დაჭრა ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 2020 წლის 31 აგვისტოს დააკავეს, მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პოპულალურები