LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა და საქართველომ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას

66
149103787-1818559111624569-7822254859844546917-o

საქართველოში დამზადებული პროდუქცია, რომლის წარმოებისთვისაც თურქული ნედლეული გამოიყენება, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება – ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„2021 წლის 10 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მოახდინა “თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ” თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილების რატიფიცირება, რაც დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.

ზემოაღნიშნული დოკუმენტით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. ხსენებული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც, მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები