LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

184
d7142cdd510c4abbbb84ccbcda1317dc-18

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. პირველი ავიადარტყმები ანკარამ მას შემდეგ განახორციელა, რაც შეერთებულმა შტატებმა ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანა.

რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ოპერაციის დაწყება ტვიტერით გამოაცხადა. ანკარამ სირიელი ქურთების პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა.

თურქეთის ლიდერის თქმით, მისი მიზანია რეგიონში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებთან ბრძოლა. ერდოღანი ვარაუდობს, რომ ამით სირიელ ლტოლვილებს შინ დაბრუნების საშუალებას მისცემს.

”ჩვენი სამიზნე არის თურქეთი, სისხლის ბოლო წვეთამდე თავს დავიცავთ, ჩვენ პასუხისთვის მზად ვართ,”-ამბობენ სირიელი ქურთები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები