LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში დასაქმების მსურველი ქართველებისთვის რეგისტრაცია განახლდა

203
Istanbul-shutterstock-367436231

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის რეგისტრაცია განახლდა, – ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციითა და აქტიური ჩართულობით ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, შესაძლებელი იქნება თურქეთის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა ხელახალი რეგისტრაცია სისტემაში. კერძოდ, იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, შეეძლებათ, კვლავ გაიარონ ავტორიზაცია ხსენებული სააგენტოს ვებგვერდზე https://abroadworkers.moh.gov.ge პირადი მონაცემების გამოყენებით და ხელახლა ატვირთონ განაცხადი.

ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილისა და ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანის წარდგენა“, – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები