16 ნოემბერს დაჯგუფების წევრებმა სტამბოლში ბიზნესმენი გაძარცვეს, როდესაც ის მეგობრის მანქანიდან გადავიდა. თავდამსხმელებმა რკინის საბურღით ბიზნესმენი დაჭრეს და 111 ათასი თურქული ლირა წაიღეს.

თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ორზე კი, ძებნა გამოცხადდა – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “Hurriyet Daily News” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ოთხი მოქალაქისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება სტამბოლში მოქმედებდა.

როგორც თურქული მედია წერს, 16 ნოემბერს დაჯგუფების წევრებმა სტამბოლში ბიზნესმენი გაძარცვეს, როდესაც ის მეგობრის მანქანიდან გადავიდა. თავდამსხმელებმა რკინის საბურღით ბიზნესმენი დაჭრეს და 111 ათასი თურქული ლირა წაიღეს.

მეორე თავდასხმა დაჯგუფებამ სულთანღაზის რაიონში, იუველირზე განახორციელა. ინციდენტი სათვალთვალო კემერებმა დააფიქსირა. მომხდარს სამართალდამცველი შეესწრო და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც დაჯგუფების წევრებმა მიმალვა სცადეს. პოლიციელმა ერთ-ერთი მათგანის დაკავება შეძლო, მეორე ეჭვმიტანილი კი მოგვიანებით ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს.

როგორც ცნობილია, დანარჩენი ეჭვმიტანილების დასაკავებლად გამოძიება გრძელდება.

ტეგები: თურქეთი საქართველოს მოქალაქეების დაკავება ძარცვა თურქეთში

მსგავსი თემები