LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მოსახლეობას ჩინური ვაქცინით ცრიან, კიდევ რომელი ქვეყნები დებენ ფსონს „სინოვაკზე“

152
სინოვაკი

თურქეთმა მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ჩინური ვაქცინა აირჩია. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა „სინოვაკის“ მიერ შექმნილი ვაქცინა პირდაპირ ეთერში თავადაც გაიკეთა. მოსახლეობის აცრა დღეიდან იწყება.

„ჩვეულ ცხოვრებას რომ დავბრუნდეთ, ვაქცინაცია აუცილებელია“, – აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი. 

მანამდე თურქეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა ჩინეთში წარმოებულ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭეს.

ანკარა გეგმავს, პირველ რიგში აცრან სამედიცინო პერსონალი და 65 წელს გადაცილებული ადამიანები.

თურქეთმა „სინოვაკისგან“ უკვე მიიღო 3 მილიონი დოზა და შეუკვეთა 50 მილიონი დოზა. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში შექმნილ „სპუტნიკის“ ვაქცინაზე და ასევე „ფაიზერის“ ვაქცინაზე.

ჩინური ვაქცინის შემოტანას კატეგორიულად არ განვიხილავთ: ტიკარაძე

"ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი სანდოობაა"

ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 50.4%-ს შეადგენს.

თურქეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 23 000 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი უკვე  2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ეპიდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ღამის კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას კი ძალაშია მკაცრი კარანტინი.

კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარდება…საქართველო „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენებას განიხილავს: გაბუნია

ჩინურ ვაქცინაზე არჩევანი გააკეთა ბრაზილიამ. მათ ჩინურ კომპანიას ვაქცინის 100 მილიონი დოზა შეუკვეთა. 5 მილიონი დოზის შესაძენად „სინოვაკთან“ კონტრაქტი გააფორმა უკრაინამაც. ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს ინდონეზიაშიც.

საქართველოში დიდი ხმაური მოჰყვა, ვაქცინის არჩევის თემას.

“ვიმეორებ, მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე” – თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები