LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

142
shutterstock-1121834852-1600-1520x1024

თურქეთში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ქურდობის ბრალდებით დაიჭირეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ, 2019 წლის აქგვისტო-ოქტომბრის თვეებში, საცხოვრებელ სახლებსა და ტექნიკის მაღაზიებში ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საოპერაციო სამუშაოები სპეციალურმა სამსახურმა ერთდროულად სამ სხვადასხვა საცხოვრებელ ბინაში განახორციელა.

თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომლის გამოც კაცი დაიღუპა

დაკავებულის გაყიდულმა ფალსიფიცირებულმა სასმელმა მამაკაცის გარდაცვალება გამოიწვია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 4 საცხოვრებელი სახლიდან 5000 ლირა, 20 000 ლირის ოდენობის მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, ფეხსაცმელი, 6 ტექნიკის მაღაზიიდან 30 000 ლირის ოდენობის მობილური ტელეფონი, ლეპტოპი და MP3 მოიპარეს.

როგორც ცნობილია, დაკავებულები ყალბ პირადობის მოწმობას იყენებდნენ და გარეგნობას –  ვარცხნილობას, წვერს და ჩაცმულობას შენიღბვის მიზნით მუდმივად იცვლიდნენ.

დანაშაული, 4-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები