LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა – რას წერს ადგილობრივი მედია

155
BeFunky-collage (2)

სტამბოლში, ერთ-ერთ საწარმოში გუშინ, დაახლოებით 11 საათზე აფეთქება მოხდა და საწარმოს გარკვეული ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Milliyet ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უბედური შემთხვევის შედეგად  გარდაცვლილია ორი პირი,  მათგანი ერთ-ერთი 45 წლის ქართველი კაცია. ამასთან, დაღუპულია თურქეთის 55 წლის მოქალაქე.

აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ამ დროისთვის უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები