LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი აღმოაჩინეს

1619
47177064-2386306308107149-1841031327634161664-n

თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სარკოფაგები არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქალაქ ერზრუმში აღმოაჩინეს.

„თურქეთის ქალაქ ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას,” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ისტორიკოსების ცნობით, გურჯი ხათუნი თამარ მეფის შვილიშვილი იყო.

თამარ მეფის შვილიშვილი თამარ ბაგრატიონი, იგივე გურჯი ხათუნი, რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედ დინის ასული იყო. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს ყიას ად–დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და რადგან საქართველოცა და რუმის სასულთნოც (ფეოდალური სახელმწიფო მცირე აზიაში, არსებობდა 1077-1307 წწ. სასულთნოს დედაქალაქი ნიკეა იყო, შემდეგ  ქალაქი კონია, ამიტომაც ზოგ წყაროში მოხსენიებულია როგორც კონიის (იკონიის) სასულთნო) მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებდნენ მახლობელ აღმოსავლეთში, თამარისა და ხუსრევ II ქორწილი დიდი მოვლენა იყო და იმდროინდელი აღმოსავლური წყაროებიც მრავლად მოიპოვება ამ ქორწინების შესახებ.

თამარს და ხუსრევ II ერთადერთი შვილი ჰყავდათ, რომელიც შემდეგ რუმის სასულთნოს კანონიერი მემკვიდრე გახდა.

გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია – ზოგი ვერსიით ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები