LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა

642
ing (2)

თურქეთში, ტურისტული მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. 

თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა თუნჯელში მოხდა, შემთხვევის შედეგად კი 18 ადამიანი დაშავდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტურისტები მალათიიდან შავი ზღვის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მალევე დაიწყო მუშაობა სამედიცინო დახმარების, სახანძრო და სამაშველო ჯგუფებმა.

დაშავებულების ამოსაყვანად ადგილზე საბაგირო სისტემები დაამონტაჟეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები