LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ყველა ტურისტული დაწესებულება ივლისიდან გაიხსნება

111
turkeynewssjune

თურქეთი ტურისული სეზონის გასახსნელად ემზადება და ივლისიდან აბსოლუტურად ყველა ობიექტი ამუშავდება. ეს ინფორმაცია ტურიზმის მინისტრმა მეჰმეტ ნურიმ ოფიციალურად დაადასტურა.

მინისტრმა CNN–თან საუბრისას განაცხადა, რომ „ჯანმრთელი ტურიზმის სერთიფიკატი“  ძალიან წარმატებული პროგრამაა და ამ საკითხზე რეკომენდაციებს ისინი სხვა ქვეყნებსაც უწევენ.

„ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ამ პროცესებს თურქეთზე  უკეთ მართავენ“– დარწმუნებულია პოლიტიკოსი.

თურქეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლას ეტაპობრივად აღადგენს და უცხოელი ტურისტები ქვეყანაში შემოსვლას შეძლებენ.

ტურისტებს ჯანმრთელობის მდგომარეობას ჩამოსვლისთანავე შეუმოწმებენ და თუკი ამის საჭიროება იქნება, COVID-19–ის  ტეტსტაც ჩაუტარებენ.

რაც შეეხება „ჯანრმთელი ტურიზმის სერტიფიკატის პროგრამას“, მისი მიზანი ტურისტული ობიექტების მუდმივი კონტროლი და დამსვენებელთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. ჰიგიენის ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცია კვლავინდებურად მკაცრად გაკონტროლდება.

„ჩვენ 60–მდე ქვეყანას მივწერეთ და ჩვენი პროგრამა გავაცანით. ეს სწორედ ის ქვეყნებია, საიდანაც თურქეთს ყველაზე მეტი ტურისტი აკითხავს. ჩვენ დავარწმუნეთ ისინი რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ და შეუძლიათ მშვიდად დაისვენონ“ – დაამატა მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები