LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული ბანკები რუსული საგადასახადო სისტემის მომსახურებას წყვეტენ

46
mir

ორმა უმსხვილესმა თურქულმა კომერციულმა ბანკმა რუსული საგადასახადო სისტემის, Mir-ის მომსახურება შეწყვიტა.

Isbank-ისა და Denizbank-ის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ კვირას ვაშინგტონის მიერ გავრცელდა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ Mir-ის მომსახურება ხელს უწყობდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.

Visa-სა და MasterCard-ის მიერ რუსეთისთვის სერვისების შეწყვეტის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა  Mir-ის სისტემის გამოყენება დაიწყეს.

შეგახსენებთ, თურქეთის მთავრობას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, თუმცა ქვეყანა ომის მონაწილე  მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია, თავად თურქეთი კი უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო პარტნიორად იქცა, განსაკუთრებით ავიაციის სფეროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები