LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული ჯაზ ბენდი „ანატოლიის ჰანგები – Ney in Ethno Jazz” თბილისში კონცერტს გამართავს

373
galeri-buyuk-005

თურქული ეთნო-ჯაზ ბენდი თბილისშია. Ney in Ethno Jazz და ბურჯუ  ქარადაღი მსმენელს  მუსიკალურ ექსპერიმენტზე   იწვევენ.  ფორტეპიანოს, დრამის,  ნეის (თურქული საკრავი), ბალაბანისა და კონტრაბასის  ერთიანობით, მუსიკოსები მსმენელს,  ეთნომუსიკისა და ჯაზის  სრულიად გამორჩეულ სინთეზს სთავაზობენ.

ანატოლიის ჰანგების  ჯაზთან  შერწყმულ მუსიკას, კონსერვატორიაში მისულ მაყურებელს  ის ვარსკვლავები შესთავაზებენ, რომლებსაც  წარმატებული სოლო კარიერა აქვთ , როგორც თურქეთში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პროექტის ორგანიზატორია, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი საქართველოში, რომელლის მიზანიც არის თურქული კულტურის პოპულარიზაცია მსფლიოში. პროექტის  სახელწოდებაა “ანატოლიის ჰანგები – Ney in Ethno Jazz”.

მუსიკოსებმა თურქული ეთნო-ჯაზ კონცერტები  გამართეს : აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცაიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგში,  იაპონიაში,  ეგვიპტეში, ტუნისში, ომანში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, ალჟირში , დუბაიში და ყაზახეთში

საქართველოს შემდეგ   ბენდის სოლისტი ბურჯუ ქარადაღი  კონცერტს აშშ-ში გამართავს.

ბურჯუ ქარადაღი – ერთადერთი  ქალი  შემსრულებელია მთელს მსოფლიოში,  რომელიც  პროფესიულ  დონეზე ფლობს თურქულ   ტრადიციულ ინსტრუმენტს  ნეის.

ეთიბარ ასადლი – ახალგაზრდა აზერბაიჯანელი პიანისტი, რომელიც პარიზში მოღვაწეობს.

ექინ ჯენგიზქანი- დრამერი, რომელსაც „კავკასიის სუნთქვას“ ეძახიან.

ალაფსარ რაჰიმოვი – ბალაბანისა და თუთექის (ჩასაბერი საკრავები)  ოსტატი.

პიერ თომას ფრიდომი –  ბასისტი, რომელის წარმატებით მოღვაწეობს  პარიზში.

ჯაზის ისტორია თურქეთში 30-იან წლებში დაიწყო.  ჯაზი თურქეთში თავიდან საცეკვაო ორკესტრებისა და  პატარა მუსიკალური ჯგუფების სახით  გამოჩნდა, მოგვიანებით კი სალონურ მუსიკად იქცა. თურქულ ჯაზს თავისი ხმებით განსხვავებული  ენერგია შემატეს  ისეთმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან :  სევინჩ თევსი და აითენ ალფამენი. მათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით  თანამედროვე  თურქული ჯაზ-ვოკალის განვითარებასა  და ახალი სოლისტების აღზრდაში.

კონცერტი გაიმართება 18 თებერვალს , 20:00 საათზე, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.  დასწრება თავისუფალია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები