LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა, სადაც 12 ადამიანი იმყოფებოდა

880
თუშეთი

ცოტა ხნის წინს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე, მანქანა  გადავარდა.

ამ ეტაპზე უკვე დადგენილია, რომ ეს იყო მიკროავტობუსი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილიზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მიკროავტობუსში 12 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 5-მა გადმოხტომა მოასწრო. 7 კი სატვირთოსთან ერთად ხევში ჩავარდა.

სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები