თოვის გამო, თუშეთისკენ მიმავალ ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ 36-კმ 72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ36-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

რა ლამაზია თუშეთი – წადი, ნახე, იამაყე!