LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთის სოფლებში 12 მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა

188
b17c53c18ff7ca8e1552342fd3800fee-XL

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, კონკრეტულად ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებებში ჯამურად 25 მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა, აქედან თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას 12 მზის ელექტროსადგური გადაეცა.

მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის – სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩასართავად.

უწყების ცნობით, პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) ტექნიკური დახმარების ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები