LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში სამოქალაქო რეისები შესრულდა – მოსახლეობა პროდუქტებით მომარაგდა (ვიდეო)

104
95184097-2546160505485933-8134831434884972544-o

თუშეთის მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად, სამოქალაქო რეისები შესრულდა. ფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა განახორციელა.

ვერტმფრენმა ალვანი-ომალოს მიმართულებით იფრინა და თუშეთის რამდენიმე სოფლის მკვიდრს ტრანსპორტირებაში, ასევე, საჭირო პროდუქტებისა და ნივთების გადაზიდვაში დაეხმარა. გარდა ამისა, სასაზღვრო ვერტმფრენის მეშვეობით მესაზღვრეთა როტაცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები