LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალი არ მაქვს, დავკარგე და ამ ყველაფერს უნდა შევეგუო – ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი სულაშვილთან (ვიდეო)

7891
66358769-1588428491300419-4364778227005128704-n

რთულია, როდესაც ყველაფერს ხედავ და ახლა ვეღარ ხედავ, რასაც ხედავდი – ამის შესახებ 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავებულმა გიორგი სულაშვილმა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, „ფორტუნას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. გიორგი ახლა სამკურნალოდ გერმანიაშია. “ფორტუნამ” მასთან ინტერვიუ სწორედ გერმანიაში ყოფნისას ჩაწერა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხვალ დილით დაბრუნდება.

“ამ ეტაპზე უამრავი ოპერაცია მაქვს ჩასატარებელი, მინიმუმ 5 ოპერაცია მაინც დამჭირდება ნორმალურად რომ გამოვიყურებოდე და ძვლები სრულად აღდგეს, რომ მოხდეს პროტეზირება. ბევრს ჰგონია, რომ თვალი მაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თვალი არ მაქვს შიგნით და ვეღარც აღმიდგენენ იმიტომ რომ არ არის. თვალი არ მაქვს, დავკარგე და ამ ყველაფერს უნდა შევეგუო. [ტყვია] შემთხვევით მოხვედრილი არ მაქვს, მაქვს დამიზნებით მოხვედრილი, მელოდებოდა, მესროლა, წავიდა. ახლო მანძილიდან იყო ნასროლი, იმიტომ რომ ყურთან ძალიან ახლოს გავიგონე გასროლის ხმა”, – აღნიშნა გიორგი სულაშვილმა.

მისივე თქმით, პირველი შეგრძნება ტკივილის შემდეგ იყო ის, რომ მას თვალი არ ჰქონდა.

“რომ მოვიკიდე ხელი, ოთხივე თითი შიგნით შემივარდა. 9 აპრილს რუსმა დაგვხოცა და  20 ივნისს კი ქართველებმა ქართველები დავასახიჩრეთ. გერმანელმა ექიმებაც მითხრეს, ბედი გქონია რომ გადარჩიო. მსგავს სიტუაციაში შეიძლება ადგილზეც მოვმკვდარიყავი. საფეთქელს ერთი სანტიმეტრით იყო აცილებული. რთულია, როდესაც არასოდეს არ გქონია პრობლემა და უცებ… ძალიან რთულია, როცა ყველაფერს ხედავდი და და ახლა ვეღარ ხედავ ყველაფერს, რასაც ხედავდი,” – უთხრა გიორგი სულაშვილმა “ფორტუნას”.