LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალშისაცემია წინასწარი მხიარულება, რომ მღვდელი ან მრევლის ნაწილი ზიარების შემდეგ დასნეულდება – ჯაღმაიძე

235
and

“როდესაც ვიღაცას უხარია, რომ ეკლესიაში გაჩნდეს კლასტერი, ძალიან სამწუხაროა”- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ  საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გავრცელდა არაერთი არასწორი ინფორმაცია მღვდლების დაინფიცირების შესახებ.

“იმ დროს, როდესაც გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა და დახმარება, ძალიან თვალშისაცემია, წინასწარი მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი ან მრევლის ნაწილი ზიარების შემდეგ დასნეულდება. დაზღვეული არაფრისგან ვართ, ეს შეიძლება ნებისმიერს შეემთხვეს, თუმცა განწყობა საერთო განსაცდელის დროს – როდესაც ვიღაცას უხარია, რომ ეკლესიაში გაჩნდეს კლასტერი, ძალიან სამწუხაროა. ყველას ვთხოვ, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ნუ დავძაბავთ დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზი მამა შალვა კეკელიას განცხადებასაც გამოეხმაურა ლიტურგიაზე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი განცხადება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. მან ასევე, სასულიერო პირებს მოუწოდა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ნაადრევი განცხადებები არ გააკეთონ.

“მამა შალვას  პოზიცია, რომ საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე ვინმე იქნება ტაძარში არ არის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება. ეს იყო ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული კომენტარი და მან თქვა, რომ მისი მოსაზრებაა. ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას, როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა რაღაც გაუგებრობები. ვითარება ყოველდღიურად იცვლება, ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთანაც და ვცდილობთ, რომ ადეკვატურად გვქონდეს რეაგირება”- აცხადებს ის.

საპატიარქოს პრესსპიკერმა, ასევე აღნიშნა რომ ერთი კოვზით ზიარების პრინციპი აღარ შეიცვლება.

“ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, ამიტომ იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა”, – აცხადებს ჯაღმაიძე.

ასევე იხილეთ:

“ტელევიზიით მივადევნებთ თვალყურს” – მინისტრები, რომლებიც სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან

ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს და ყველაფერი დაიწამლოს, მაინც არ შევწყვეტთ ღვთის მსახურებას – მეუფე ანტონი

ხვალიდან ეკლესიები 20:00 საათზე დაიკეტება, ლოცვები 16:00 საათზე დაიწყება – პატრიარქის რეკომენდაცია

პოპულალურები