LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალზე ოპერაციულ ჩარევას ჯერ ვერ განახორციელებენ – გიორგი სულაშვილი კვლავ გერმანიაში იმყოფება

513
68285710-10219831592329685-4353480835224043520-n

გიორგი სულაშვილი,  რომელმაც 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე თვალი დაკარგა, გერმანიაში განმეორებით კვლევაზე იმყოფება.

მისმა მეუღლემ მაკა ლომთაძემ, რომელიც მასთან ერთად გერმანიაში იმყოფება, “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ ჯერჯერობით  შემდგომ პროთეზირებაზე საუბარი არ არის. თუმცა, მაკა ლომთაძის თქმით, გადაწყდა ყბა-სახის ოპერაციის ჩატარება.

“რიგითი კვლევა და კონტროლი იყო და პირველად შევხვდით თვალის ქირურგს, რომელიც შემდგომში პროთეზირებაზე იზრუნებს. ოღონდ, ეს ალბათ 4 ოპერაციის შემდეგ, რადგან მძიმე ტრავმაა და ჭირდება დრო მოშუშებას. ჯერ ოპერაციულ ჩარევას ვერ განახორციელებენ თვალზე. რაც შეეხება ყბა- სახეს, ოპერაცია ჩაინიშნა სამ სექტემბერს. ყველაფერს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს,” – აღნიშნა მაკა ლომთაძემ