LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვის ბოლოს ასობით ათასი ვაქცინა გადაიყრება…სახელმწიფო არაფერს აკეთებს ვაქცინაციის პროცესის გასაძლიერებლად: სერგო ჩიხლაძე

173
სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სახელმწიფო არაფერს აკეთებს ვაქცინაციის პროცესის გასაძლიერებლად. მისივე თქმით, თვის ბოლოს ასობით ათასი ვაქცინა გადაიყრება.

ჩიხლაძე ყურადღებას ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზეც ამახვილებს და ამბობს, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ვაქცინაციის პროცესის გასაძლიერებლად.

“ასობით ათასი ვაქცინა გადაიყრება თვის ბოლოს. ამავე დროს, ვხედავ, რომ ყოველდღიურად იმდენად ცოტა ადამიანი იცრება, რომ აცრის მაჩვენებლის პროცენტს რაოდენობა აღარ ემატება. მოსახლეობის 31%-ს ვერ ავცდით, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 70%. სახელმწიფო არაფერს აკეთებს ვაქცინაციის პროცესის გასაძლიერებლად. ფინანსურადაც და მნიშვნელობითაც ღირებული ვაქცინები გადაიყრება თვის ბოლოს”,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისათვის, 11 თებერვალს 3 396 ადამიანი აიცრა. სრულ აცრილია 2 772 264 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები