LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავში მგზავრმა საპირფარეშოს ნაცვლად საავარიო გასასვლელი გახსნა

318
პაკისტანიი

“პაკისტანის ავიახაზების” კუთვნილ თვითმფრინავში მგზავრმა შემთხვევით საპირფარეშოს ნაცვლად საავარიო გასასვლელი გახსნა.

ამ დროისათვის თვითმფრინავი ჯერ არ იყო აფრენილი. შედეგად, ფრენა დიდი ბრიტანეთიდან პაკისტანისკენ 7 საათით გადაიდო.

მაისში აღმოსავლეთ ჩინეთში ხანში შესული მგზავრი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან თვითმფრინავის დაჯდომისას საავარიო გასასვლელის გაღება სცადა, რათა რიგში დგომა არ დასჭირვებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები