LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Twitter ფასიანი ხდება?

109

Twitter–ის ექაუნთი შესაძლოა ფასიანი გახდეს. კომპანიაში ბიზნეს და სპეციალური დანიშნულების მომხმარებლებისთვის ფასიანი ოფციის ჩაშენებას განიხილავენ.

მიკრო–ბლოგინგის სერვისი, რომლის მომხმარებელთა რაოდენობა ზრდადია, ამ იდეის განხორციელებამდე კვლევას ატარებს.

მომხმარებლები, რომლებიც Twitter–ის ექაუნთისთვის გადაიხდიან, მიიღებენ უფრო მრავალფეროვან შესაძლებლობებსა და პრივილეგიებს Tweetdeck–ის და Twitter–ის განახლებული ინტერფეისის სახით.

იქნება თუ არა თვითერის ექაუნთი ფასიანი, რეგულარული და რიგითი მომხმარებლებისთვის, ამასთან დაკავშირებით კომპანიაში არაფერს ამბობენ.

 

პრემიუმ მომხმარებლების ოფციის ჩაშენებამ შესაძლოა, Twitter–ს შემოსავლების ახალი, დიდი ნაკადები მოუტანოს, იმ დროს, როცა სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა აპლიკაციით ინტერესდებიან (მათ შორის ბოლო დროს პოპულარულია Snapchat.)

Twitter–ის აქტიური მომხმარებლების ბაზა სტაბილურია და არ იცვლება – სარეკლამო შემოსავლები კი შემცირებულია. Twitter ბრძოლას აგრძელებს იმის მიუხედავად, რომ ონლაინ სარეკლამო ბაზარი და კონკურენცია წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა.

 

“უფრო ღირებული”

კომპანიამ, ამ სიახლესთან დაკავშირებით, მომხმარებლების ნაწილის აზრი გამოიკვლია.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მუდმივად ახორციელებენ მომხმარებელთა აზრის კვლევას იმისთვის, რომ ქსელი პროფესიონალებისთვის უფრო კომფორტული და ღირებული გახდეს.

მეილში, რომელიც კომპანიამ შერჩეულ მომხმარებლებს გაუგზავნა, აღწერილია როგორ იმუშავებს ახალი ინსტრუმენტი.

“პრემიუმ ინსტრუმენტების ნაკრები უზრუნველყოფს, დამთვარიელებლების, პოსტების, შეტყობინებების, აქტიურობის სტატისტიკისა და ანალიტიკის, ასევე სხვა საჭირო შესაძლებლობის ერთ დაფაზე თავმოყრას”, – ნათქვამია მეილში.

კომპანიის განმარტების თანახმად, ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მარტივად შეინარჩუნონ მკითხველები და გაზარდონ გამომწერთა რაოდენობა, რეალურ დროში.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები