ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საქართველოში ტყის ხანძრების 2014-2018 წლების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

2014 წელს ტყის ხანძრის 241 შემთხვევა მოხდა, 2015 წელი – 291 შემთხვევა, 2016 წელი – 132 შემთხვევა, 2017 წელი – 494 შემთხვევა, 2018 წელი – 113 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო ოთხ წელიწადში ტყის ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2017 წელს მოხდა. ამ წელს ხანძარი იყო ბორჯომის ტყეში, აბასთუმნის ტყეში, ასევე ხანძარი რამდენჯერმე გაჩნდა მაღალმთიან აჭარაშიც.

ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარია, პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. პროცესი უკვე დაწყებულია 144 ჰექტარზე ნერგები უკვე დაირგო.