LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილად ნუ აბულინგებთ – ჯეიმს ბლანტმა ჯარის მეგობარი პრინცი ჰარი დაიცვა

447
74343428-560940861319353-3130022369750417408-n

მეგანისა და ჰარის გარშემო არსებულ კრიტიკას და მედიასაშუალებებში მათ შესახებ გაშუქებულ ამბებს მომღერალი ჯეიმს ბლანტი გამოეხმაურა. ის ერთ-ერთი იყო მსოფლიოს უამრავ ცნობილ ადამიანებს შორის, რომელიც უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში სამეფო წყვილის საქორწინო ცერემონიას ესწრებოდა. ბლანტმა პრინცი ჰარი ჯარში მსახურობის დროს გაიცნო.

„მას მე არმიიდან ვიცნობ, ჰარი განსაკუთრებული ჯარისკაცი იყო. ის ძალიან კარგი ადამიანია. უამრავ საქმეს აკეთებს სხვების დასახმარებლად, იქნება ეს აფრიკაში თუ სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში მონაწილეობით“ – ამბობს ბლანტი და დასძენს, რომ ჟურნალ-გაზეთებში გამოტანილი გესლიანი სათაურები ბულინგზე მეტყველებს. ტყუილად ნუ აბულინგებთ” – ასე დაიცვა ჯეიმს ბლანტმა ჯარის მეგობარი პრინცი ჰარი.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მედიის მხრიდან მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. ახალ დოკუმენტურ ფილმში, Harry & Megan: An African Journey, პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთის დატოვებასა და სამუდამოდ აფრიკაში ცხოვრებაზე საუბრობს.

მეტიც, ITV-სთან ინტერვიუში პრინცი ჰარი აღიარებს, რომ ის და მისი ძმა უილიამი ახლა “სხვადასხვა გზით მიდიან”. ამავე ინტერვიუში მეგან მარკლი მის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება. საუბარია იმაზე, რომ მას ქეით მიდლტონთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მეგანი აღიარებს, რომ გასული წელი მისთვის ძალიან მძიმე იყო. ცოტა ხნის წინ, პრინცმა ჰარიმ რამდენიმე ინგლისურ ტაბლოიდსაც უჩივლა, მეგან მარკლიზე არასწორი ინფორმაციების გავრცელების გამო.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კერძო თვითმფრინავით მგზავრობის გამო გააკრიტიკეს (ფოტო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები