LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილია, მე არ ვიცი ეს ტყუილი საიდან მოვიდა, ნამდვილად არა ჩვენი რეზოლუციიდან და განცხადებებიდან – კრამონი ღარიბაშვილის განცხადებაზე

819
kramoni

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში არავის აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი.

“უბრალოდ ტყუილია. წარმოდგენა არ მაქვს სად იპოვა მმართველმა პარტიამ ეს ინფორმაცია. არავის ევროპარლამენტში არ გააჩნია ინტერესი საქართველო ჩაითრიოს ომში. რატომ უნდა ჩაითრიოს საქართველო ომში? ყველას გვსურს ვიხილოთ მშვიდობა, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ უკრაინას სოლიდარობას უწევთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე სხვის ჩათრევა გვსურს ომში. მე არ ვიცი ეს ნარატივი, ეს ტყუილი საიდან მოვიდა – ნამდვილად არა ჩვენი რეზოლუციიდან და განცხადებებიდან”, – განაცხადა კრამონმა. (“ფორმულას” სინქრონული თარგმანი).

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ ომით განისაზღვრება EU-ს სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა.

„თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“ – რა თქვა დღეს პრემიერმა EU-ს კანდიდატობასა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები