LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუპმა დებმა რაჭაში „გარემო“ შექმნეს – ადგილი, სადაც ბედნიერება გაზაფხულის პირველ ენძელასთან ერთად იღვიძებს (ფოტოები)

1362
page

„მე შენთვის სასურველი გარემო ვარ და რაჭაში ვცხოვრობ“, –  ეს არის სლოგანი ჰოსტელის, რომელიც 2017 წელს ტყუპმა დებმა – თამარ და მირანდუხტ დავითულიანებმა რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში ააშენეს.

როგორც იცით, ქვეყანაში შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა და მას შემდეგ, საქართველოში მდებარე მსხვილი, საშუალო, თუ მცირე ზომის სასტუმროების პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში, გასულ წელს შექმნილი, ქართული ტურიზმის მხარდამჭერი ჯგუფი spend4seasonsingeorgia დამსვენებლებს ამჯერად, სწორედ თამარ და მირანდუხტ დავითულიანების მიერ შექმნილ ჰოსტელ „გარემოს“ აცნობს.

მიუხედავად პანდემიისგან შექმნილი მდგომარეობისა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, წლევანდელ ზაფხულს  „გარემო“ სტუმრებს უსაფრთხო და ჯანსაღ დასვენებას ჰპირდება.

ჰოსტელი გამორჩეულია სიფერადით და უბრალოებით. „გარემოს“ სივრცე ასაკოვან სტუმრებს ბავშვობაში აბრუნებს, ხოლო ბავშვებს ზღაპრულ გარემოს უქმნის.

„თუ ოდესმე გიფიქრია ისეთი ადგილის ნახვაზე, სადაც ბედნიერება გაზაფხულის პირველ ენძელასთან ერთად იღვიძებს და ზაფხულის მწვანე მინდვრებში, თეთრ სიგრილედ არსებულ თავისუფლებად გადაიქცევა; სადაც შემოდგომაზე გაცილებით მეტი ფერია, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ცისარტყელაში და სადაც ზამთარში, ციდან ჩამოცვენილ თოვლის ფიფქებსაც კი ერთმანეთი უყვართ, მაშინ იცოდე რომ ასეთ გარემოს ნამდვილად შეგიქმნით, რაღაცნაირად რაჭულ გარემოს“, –აცხადებენ „გარემოს“ დამფუძნებლები.

თუ გინდა რაჭული ამბები, შენი ამბებიც გახდეს, იყავი გარემოს ნაწილი. აღმოაჩინე შენი იოკნაპატოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები