LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყვიით დაბინძურების სავარაუდო წყაროებიდან ერთადერთი დარეგულირებული სფერო საწვავის ხარისხია – სამინისტროს წარმომადგენელი

83

ტყვიით დაბინძურების სავარაუდო წყაროებიდან ერთადერთი დარეგულირებული სფერო საწვავის ხარისხია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მუდმივი მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს ქალაქებში ატმოსფერულ ჰაერში იმაზე დაბალი ტყვიის შემცველობა ფიქსირდება, ვიდრე არის ევროპული სტანდარტი.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კუთხით მუდმივ მონიტორინგს ატარებს. კვლევა ტარდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. ყველა ამ ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში იმაზე დაბალი ტყვიის შემცველობა ფიქსირდება, ვიდრე ევროპული სტანდარტია. მაგალითად, 2017 წელს თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ევროპულ ნორმაზე 37-ჯერ ნაკლები შემცველობის ტყვიის კონცენტრაცია დაფიქსირდა.

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის მოხვედრის უთავრესი წყარო შეიძლება იყოს ტყვიის შემცველი ბენზინი, მაგრამ 2005 წლიდან საქართველოში ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება აკრძალულია. 2016 წელს სახელმწიფომ საწვავზე სახელმწიფო კონტროლი აღადგინა. საცალო რეალიზაციის პუნქტებში სახელმწიფო აკონტროლებს საწვავს, ხდება სინჯების აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიებში მათი გაგზავნა. გარდა ამისა, საზღვარზე შემოსვლისას მოწმდება, რომ ქვეყანაში არ დაიშვას იმაზე დაბალი ხარისხის საწვავი, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ტყვიით დაბინძურების სავარაუდო წყაროებიდან ერთადერთი დარეგულირებული სფერო ეს არის სწორედ საწვავის ხარისხი,“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები