LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლესი ინფორმაცია ავტოიმპორტიორებისთვის: გაიგეთ, რა დროში და როგორ უნდა განაბაჟოთ მანქანა

338
ship-car-another-state-8e279c5ae3327741.jpeg

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები დაიცვან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, გარკვეული პერიოდულობით განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების მფლობელები თავდაპირველად დეკლარირების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ აღნიშნული შეღავათი გავრცელდა, ასევე, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე და მათ მფლობელებს განბაჟების ვადა ჯერ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ 1 მარტამდე გაუხანგრძლივდათ.

სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

პირველი ცვლილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4825082?publication=0

მეორე ცვლილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4868074?publication=0

საბოლოო ცვლილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4966957?publication=0

ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი, ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა 1 მარტამდე უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ზემოთაღნიშნული შეღავათები არ გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 მაისის შემდგომ, საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებას აქვს 60 დღიანი დეკლარირების ვადა. იმპორტიორმა ამ ვადაში უნდა მოახდინოს ავტომობილის იმპორტის რეჟიმში მოქცევა (განბაჟება) ან საბაჟო საწყობში დასაწყობება, ან უნდა განახორციელოს რეექსპორტი (სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მისი საქართველოდან გაყვანის მიზნით, რისთვისაც მას დამატებით ეძლევა 45 კალენდარული დღე).

თუ პირი 60 კალენდარულ დღეში ვერ ახერხებს აღნიშნული ქმედებების განხორციელებას, მას შეუძლია დეკლარირების ვადა კიდევ გაახანგრძლივოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადებისგან თავის არიდებისა და არაკანონიერი ქმედებების აღკვეთის მიზნით, რათა არ მოხდეს განსაბაჟებელი სატრანსპორტო საშუალებების დაშლა/დანაწევრება და შემდგომში მისი ავტონაწილებად რეალიზაცია, აუცილებელია განხორციელდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მკაცრი მონიტორინგი.

თუ ავტოიმპორტიორი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განახორციელებს შესაბამის ქმედებებს, მას დეკლარირების ვადის დარღვევისთვის დაეკისრება ჯარიმა ყოველ დაგვიანებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. ამასთან, პირს განესაზღვრება 30 კალენდარული დღე ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენას და შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებას.

თუ პირი მოცემულ ვადაში ვერ/არ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მანქანა ჩაითვლება უკანონოდ განკარგულად და მის მიმართ, განხორციელდება, როგორც საურავის (ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის) ასევე, ჯარიმის სახით, იმპორტის გადასახდელების 100 პროცენტის ოდენობის თანხის დარიცხვა და გადასახდელების სახით იმპორტის გადასახდელების ოდენობის თანხის დარიცხვა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები