რუტგერსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოწევასა და მხედველობის პრობლემებს შორის კავშირი იპოვეს. კვლევაში მონაწილეობა 70-მა ადამიანმა მიიღო, ვისაც სიგარეტი ცხოვრებაში სულ 15-ჯერ ჰქონდა მოწეული. მეორე კატეგორიაში კი მოხვდა 63 ადამიანი, რომლებიც დღეში 20 ღერს ეწეოდნენ. მონაწილეთა ასაკი 20-დან 45 წლამდე მერყეობდა.

მაღალტექნოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მწეველთა შორის მხედველობის ხარისხი მკვეთრად გაუარესებული იყო: „სიგარეტის კვამლი შეიცავს უამრავ ქიმიოდანამატს, რომელიც ჯანმრთელობას ვნებს. ის ტვინის უჯრედებზე ახდენს გავლენას, რომლებიც თავის მხრივ მხედველობაზე არიან პასუხისმგებელი“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი სტივენ სილვეტსტეინი.

აქვე კვლევაში ნათქვამია, რომ მოწევა ვნებს სისხლძარღვებსაც, რაც ნეირონებზე მოქმედებს და სიბრმავის წინაპირობა ხდება.

კატეგორიები: ჯანმრთელობა

მსგავსი თემები