LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავი ადამიანი შეიკრიბება სასამართლოსთან“- ზაალ უდუმაშვილი

94
uduma (1)

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბებიან, თუმცა, მისივე თქმით, სხვა სახის აქტივობა არ იგეგმება.

„ვფიქრობ, ხვალ უამრავი ადამიანი შეიკრიბება სასამართლოსთან, რადგან ყველას აქვს სურვილი, სოლიდარობა გამოუცხადოს მიხეილ სააკაშვილს. მე არ ვიცი, რა განზრახვა აქვს ხელისუფლებას, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაღაცნაირად ხელი შეგვეშალა სამართლადამცავებისთვის, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების პროცესში და არც ხვალ ვგეგმავთ არაფერს, მაგრამ, ბუნებრივია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირველად მიდის სასამართლო პროცესზე, ჩვენ სულ რომ არ გვინდოდეს, ხალხი მაინც შეიკრიბება და და მაინც მივა საააკაშვილის მხარდასაჭერად. ასე რომ, ის არგუმენტები, რომ ჩვენ რაღაცას დავგეგმავთ, სრულიად აბსურდულია, უბრალოდ ჩვენ შევიკრიბებით სასამართლოსთან, რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მესამე პრეზიდენტს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში “7 ნოემბრის ეპიზოდზე” მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იმედოვნებენ, რომ 29 ნოემბრისთვის დანიშნულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილს დასწრებისა და საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალება ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები