LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარი პოპულარობას – ვარსკვლავები, რომლებმაც მსახიობობა სხვა საქმიანობაში გაცვალეს

892
ჯორჯ მაიკლი

ერთი შეხედვით, ჰოლივუდის ვარსკვლავობა საოცნებო მდგომარეობაა – პოპულარობა, აღიარება, ფანების არმია, მილიონიანი ჰონორარები… თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ყოველივე ამაზე უარი თქვეს და ჩვეულებრივ პროფესიებს დაეუფლნენ. ყოფილ ვარსკვლავებს პოლიციაში, რესტორნის სამზარეულოში, ბიბლიოთეკაში და სად აღარ შეხვდებით. და მაინც, ვინ არიან და სად ისინი დღეს?

სარა მიშელ გელარი

90-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის ვარსკვლავმა ბაფიმ ვამპირებზე ნადირობა ტორტების ცხობაზე გაცვალა. სარამ მსახიობობას თავი დაანება და კომპანია “ფუდსტირსი” დააარსა, რომელიც საკონდიტრო ინგრედიენტებს აწარმოებს

ფრედი პრინც ჯუნიორი

სარა მიშელ გელარის მსგავსად, ჰოლივუდური დიდება მისმა მეუღლემ, ფრედი პრინც ჯუნიორმაც დათმო, რომელიც გვახსოვს ფილმებიდან:  “მე ვიცი, რა ჩაიდინე გასულ ზაფხულს” და “ის სულ ესაა”. ჯუნიორმა ბავშვობის ოცნება აიხდინა. დღესდღეობით იგი შეფ-მზარეულია და დამწყებთათვის წიგნიც აქვს გამოშვებული, სახელად “სამზარეულოში დაბრუნება”.

მარა უილსონი

საყვარელი გოგონა “მისის დაუტფაიერიდან” და “მატილდადან”, რომელიც ბავშვობაში 90-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, დღესდღეობით  მწერლობითაა დაკავებული. მარა ადამიანის უფლებათა დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის სპიკერიცაა.

სუზენ ბოილი

ქალბატონი,რომლის გარეგნობაც სულ არ შეესაბამებოდა მის ხმას, მსოფლიომ ბრიტანული “ნიჭიერიდან” გაიცნო, თუმცა სუზენი პოპულარობამ მაინცდამაინც ვერ მოხიბლა და იგი მალევე დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. ქალბატონმა მოლარედ დაიწყო მუშაობა და ამით ძალიანაც კმაყოფილია.

კევინ ჯონასი

არცთუ შორეულ წარსულში “ძმები ჯონასების” ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ნაბიჯს ვერ დგამდა ისე, რომ ეს პაპარაცებს და ფან გოგონებს არ გაეგოთ. დღეს კი კევინი სამშენებლო ბიზნესში საქმიანობს და საკმაოდ წყნარ ცხოვრებას ეწევა.

ჯეკ გლისონი

ყველასთვის საძულველი ჯოფრი “სამეფო კარის თამაშებიდან” ჯერჯერობით გადასაღებ მოედანზე დაბრუნებას არ აპირებს. ჯეკი მთლიანად სწავლაზეა კონცენტრირებული. იგი დუბლინის უნივერსიტეტში ფილოსოფიას და თეოლოგიას სწავლობს.

სტივენ სიგალი

ყველასთვის კარგად ცნობილი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნებათა ოსტატი როლში რეალურად შეიჭრა. სიგალმა მსახიობობას თავი დაანება და პოლიციაში დაიწყო მუშაობა, დღეისათვის კი ნიუ მექსიკოს შერიფის მოადგილის პოსტს იკავებს.

კამერონ დიასი

90-იანებისა და 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი ფილმში ბოლოს 2014 წელს გადაიღეს, რის შემდეგაც კამერონმა მედიას განუცხადა, რომ სამსახიობო კარიერა დაასრულა. დიასის ახალი პროფესია დედობაა. იგი დამოუკიდებლად ზრდის ერთი წლის ქალიშვილს და ძიძის აყვანას არც აპირებს.

ჯინა დევისი

ოსკაროსანი ჯინა დევისი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო, რომელიც ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა “ტელმა და ლუიზა” და “შემთხვევითი ტურისტი”. დღესდღეობით ჯინა ფილმებში იშვიათად ჩნდება, ძირითად დროს კი ადამიანის უფლებათა დამცველ ერთ-ერთ ორგანიზაციაში აქტივისტად მუშაობას უთმობს.

ჰეიდენ კრისტენსენი

“ვარსკვლავური ომების” მთავარი ანგანოსტის, ენეკინ სკაიუოკერის (შემდგომში “დართ ვეიდერის”) როლის შემსრულებელმა სამსახიობო კარიერა ნაადრევად დაასრულა. ჰეიდენ კრისტენსენმა პროფესიად ფერმერობა აირჩია, იგი მოდითაცაა გატაცებული და თავისუფალ დროს ჩვენებებსაც ესწრება.