LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა – ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სესხზე

63
20190522170731

როდესაც დადგა საკითხი, რომ ევროკავშირის სესხს შეიძლება რაღაც პრობლემა ჰქონოდა, შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა, – აღნიშნული განმარტება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა. კაკაურიძემ დააზუსტა, რომ მთავრობას რამდენიმე სესხზე უარი უნდა ეთქვა, რათა წელს ნაკლები სესხი აეღო და უარი იმ სესხზე ითქვა, „რომელზეც იყო რისკი, რომ შეიძლება არ ჩამორიცხულიყო“.

ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით კაკაურიძემ თქვა ისიც, რომ სესხის პირობები ნამდვილად კარგი და ბევრ სხვა სესხთან შედარებით უკეთესია, თუმცა არის სესხი და ეს უკან დასაბრუნებელი თანხა იყო.

“ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ვალი საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით მაღალია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მთლიან ვალში 80% საგარეო ვალის წილია. ეს რომ იყოს საშინაო ვალი, ასეთ შემთხვევაში რისკი ნაკლები იქნებოდა. საგარეო ვალის მაჩვენებელი ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ მაღალია და ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ საგარეო ვალი შემცირდეს. წელს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში კიდევ რაღაცებზე უარის თქმა მოგვიწევს. მათ შორის წარმოვადგენთ რატიფიცირებული დოკუმენტების ცვლილებას. სადაც პროექტები იყო დაგეგმილი, მისი ან დროში გადავადება მოგვიწევს, ან ჩვენი რესურსის გამოყენება და ვალის შემცირება. საგარეო ვალის ნაწილში ბევრი მიმართულებით იქნება ცვლილება – გარკვეული ცვლილებები თითქმის ყველა საფინანსო ინსტიტუტთან გვექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ ვალს აღარ ავიღებთ. ჩვენ საფინანსო ინსტიტუტებიდან ვალს ყოველწლიურად ავიღებთ როგორც კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად, ასევე ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტებისთვის“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები