LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უარყოფითი გარღვევა დაგვემართა მარტო ვაქცინის შემოტანის კომპონენტში” – თენგიზ ცერცვაძე

85
publika.ge-1-7-1024x646

“უარყოფითი გარღვევა დაგვემართა ერთ კომპონენტში, მარტო ვაქცინის შემოტანის კომპონენტში, ცუდია და ამას ყველა აღიარებს, მაგრამ არ შეიძლება თქმა, რომ რახამ ერთ კომპონენტში ვართ წარუმატებელი, არაფრად არ უნდა ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება,”- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა ვინმემ პასუხი ვაქცინის შემოტანის დაგვიანებაზე, ცერცვაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ვაქცინის შემოტანის დაგვიანება ბევრ ობიექტურ მიზეზზე იყო დამოკიდებული, რაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეუძლებელს ხდის.

„მე არ ვიცი ბევრი რამე, მე არ ვიცი, რატომ და როგორ დაგვიანდა ვაქცინის შემოტანა, შესაძლოა, ეს მართლაც ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული, სადაც ჩვენი ხელისუფლება ვერაფერს იზამდა. შეიძლება იყო რაღაც მომენტები, სადაც შეიძლებოდა უფრო ეფექტიანი ჩარევა და საქმიანობა, ამიტომ მე ვერ გეტყვით, ვინმემ ამაზე პასუხი უნდა აგოს თუ არა, მაგრამ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სულ მსოფლიოში მთელი მოსახლეობის 4,5%-ია დღეს აცრილი, 300 მილიონი ადამიანია აცრილი 7 მილიარდიდან. ახლა ასე თუ მივუდგებით საკითხს, ყველამ, ვინც ვაქცინა ვერ შემოიტანა, უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ეს რთული პროცესია. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ბიუროკრატიაზე, ვაქცინების დეფიციტზე საერთაშორისო ბაზარზე და რამდენად აქ არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და თუ არის რომელი რგოლის, ჩემთვის ამის თქმა შეუძლებელია. მე ვიცი, რომ ხელისუფლება, როგორც პრემიერის აპარატი, ისე ჯანდაცვის სამინისტრო, ყველაფერს აკეთებდა რაც მათ შესაძლებლობებში იყო, რამდენად ეს ყველაფერი საკმარისი გამოდგა თუ არ გამოდგა, ეს არ ვიცი.”-განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები