LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბრალოდ მინდოდა შემექმნა ტანსაცმელი, რომელიც ხალხს სხეულის დაფარვაზე მეტს შესთავაზებდა: დემნა გვასალია

590
252018418-1765766247144184-986694183307691753-n (2)

დიზაინერ დემნა გვასალიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მისი ახალი ინტერვიუს დეტალები ვრცელდება.

დიზაინერი კარიერულ წარმატებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ  ბალენსიაგასთან თანამშრომლობა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო.

“გაკვირვებული ვიყავი, რომ მე ამირჩიეს, მაგრამ ბრენდის ისტორიასთან კავშირს ვგრძნობდი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილი გადაწყვეტილება იყო, რომელიც მიმიღია, რადგან ვიცოდი, რომ შევძლებდი მოდაში ჩემი ხედვა განმევითარებინა. წარმატების მოლოდინი არ მქონდა, უბრალოდ მინდოდა შემექმნა ტანსაცმელი, რომელიც ხალხს სხეულის დაფარვაზე მეტს შესთავაზებდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი შესაძლებლობა შემექმნა უნიკალური მიდგომა”,-ამბობს დემნა გვასალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები