LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბრალოდ ვნახე ეს ვიდეო და მორჩა,ეს არის ჩემი “დანაშაული” , სიკვდილიც,რომ დამჭირდეს ჩემ უდანაშაულობას დავამტკიცებ ყველა ინსტანციაში”

14083
51185568_10213851406585781_5303724117327872000_o

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე დაკავებული გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

“მოკლედ ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ავდექი და გავედი სამსახურის მიმართულებით ,რადგან ამეღო გარკვეული თანხა რომელსაც შემდეგ ჩემი სამუშაო ადგილის გვერდით მდებარე კლინიკაში გადავიტანდი და დავფარავდი ჩემი შვილის გეგმიური შემოწმებების საფასურს. სწორედ ამ შუალედში მოვიდნენ და გამეცნენ პოლიციის თანამშრომლები რაც მოხდა კანონის სრული დაცვით და მთხოვეს,რომ მათ გავყოლოდი. მიუხედავად იმისა,რომ თანხის გადახდა ძალიან სასწრაფო ამბავი იყო,წინააღმდეგობა არ გავუწიე და წავყევი.
რამოდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ სადაც გაირკვა,რომ მე მინახავს ის ვიდეო რაც თურმე არ უნდა მენახა ჩემი დაკავება გადაწყდა,:)) აბსურდის მასშტაბს ხვდებით? სოც,ქსელში გამომიგზავნეს ვიდეო სადაც არაფერი ჩანს,მე ეს ვიდეო გავხსენი,რამოდენიმე წამში გამოვრთე და საერთოდ აღარც გამხსენებია. მე არც გავრცელებას,არც ჩამოტვირთას და არაფერ მსგავსს არავინ მედავება. უბრალოდ ვნახე და მორჩა.ეს არის ჩემი “დანაშაული” .

დამადეს ბორკილები და გადამიყვანეს გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში.რამოდენიმე დღიანი გაუგებრობისა და გადათენებული ღამეების შემდეგ ჩაინიშნა სასამართლო,რომელმაც გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შემიფარდა,რაც იმას ნიშნავდა,რომ სანამ თანხას არ შევიტანდი ციხეში ვიქნებოდი. უკვე სასაცილოა,როცა სასამართლოზევე გაირკვა,რომ თანხის ოჯახში შემომტანი ჩემ გარდა არავინ არ გახლდათ და ეს ციხიდან როგორ უნდა მომეხერხებინა არ ვიცი:) მოკლედ სასამართლოს შემდეგ რამოდენიმე საათი გლდანის საპყრობილეში დავყავი და საბოლოოდ ჩემი მეგობრების დახმარებით მე გარეთ ვარ,მაგრამ 27 მარტს მეორე სასამართლო სხდომა ჩანიშნეს სადაც რა მოხდება კაცმა არ იცის.

სიმართლე გითხრათ ჩემი შვილის ამ ქვეყანაშ გაზრდის ძალიან მეშინია. ვიღაცამ,რომ რაღაც ვიდეო ჩაუგდოს შეიძლება ცხოვრება დაუნგრიონ და ციხეში გამოკეტონ ძალიან დიდი ხნით.

თქვენი იმედი მაქვს. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდები. ისეთ ცხოვრებას,როგორსაც ბევრი ბრძლისა და შრომის შედეგად მივაღწიე.

სიკვდილიც,რომ დამჭირდეს ჩემ უდანაშაულობას დავამტკიცებ ყველა ინსტანციაში – წერს გასვიანი

პოპულალურები