LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩვეულო ფენომენია, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია: 15 მაისი ქართული კინოს დღეა

147
unnamed

ქართული კინოს ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იწყება, როდესაც რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა და ოპერატორმა ალექსანდრე დიღმელოვმა პირველი დოკუმენტური ფილმები გადაიღეს. „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი, რომლის პრემიერაც 1912 წელს, ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ შედგა.

ქართული კინოს ისტორიის განმავლობაში 800-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული, 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმია შექმნილი.

ქართულმა კინომ თავისი არსებობის განმავლობაში არაერთი აღიარება მოიპოვა მსოფლიოს თთქმის ყველა კინოფესტივალსა, თუ ფორუმზე: კანი, ბერლინალე, ვენეცია, რომი და ა.შ.

ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი მიიჩნევა, როცა ვასილ ამაშუკელმა ბაქოში ფილმების გადაღება დაიწყო. დღემდე შემორჩენილი პირველი ფილმია ამაშუკელისვე „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912), ხოლო პირველი მხატვრული ფილმი — გერმანე გოგიტიძის „ქრისტინე“ (1919).

საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კინოჩვენება ძმები ლუმიერების კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. თბილისი სულ რამდენიმე თვით ჩამორჩა პარიზსა და რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგს.

„ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ატირება, არც ისე ადვილია” – ფედერიკო ფელინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები