LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობის დასჯის კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა

141
1542636240_5c82143d65b11

პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობი და ორგანიზატორი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ.

ქართული ოცნების დეპუტატი და კანონპროექტის თანაავტორი თამარ ხულორდავა განმარტავს, რომ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში ახალი დანაშაულის გაჩენას ეხება, რაც კონკრეტულ ქმედებას გულისხმობს.

“საუბარია წინასწარი შეცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონო დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ორგანიზებას და ასევე, ამავე განზრახვის და ფინანსური დაინტერესების მიზნით საქართველოს მოქალაქისთვის უსაფუძვლოდ თავშესაფრის მიღებაში დახმარების აღმოჩენას”, — განაცხადა ხულორდავამ.

აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ჯგუფის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენაზე კი 6-წლიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.

კანონპროექტის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა და შოთა ხაბარელი არიან. მათ შეიმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები