LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელებს, შესაძლოა, ქართული მიწის განკარვის უფლება კვლავ მიეცეთ

79

უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც მიწაზე საკუთრების უფლება მორატორიუმამდე მოიპოვეს, შესაძლოა საკუთრების განკარვის უფლება მიეცეთ.

როგორც სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, აღნიშნული წინადადება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას დაისვა და ის სავარაუდოდ, კანონში აისახება. მისივე თქმით, პრინციპების დონეზე გაზიარებულია ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვისგან კომერციული ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც გათავისუფლდნენ.

საგაზაფხულო სესიის ბოლოს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმი დაწესდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე შეჩერდა.

ამასთან, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ახალ პროექტს, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები