LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

254
970756-542503552464389-1754221610-n-1-1

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდზე ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ.

სისტემაში შესასვლელად, აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

იხილეთ: შედეგები

რაც შეეხება SMS-ის შედეგების გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).

სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უნარების გამოცდის შედეგებით დაიწყო.

გუშინ  კი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებიც გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები