LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნაური შემთხვევა ნიდერლანდებში – ოჯახი 9 წელი სარდაფში ცხოვრობდა (ფოტოები)

694
ფერმა მტავარი

უცნაური შემთხვევა ნიდერლანდებში – პოლიციამ დრენეს პროვინციაში მდებარე ფერმაში ოჯახი იპოვა, რომელიც “აღსასრულის მოლოდინში” იყო.

6 სულიანი ოჯახი ფერმაში 9 წლის მანძილზე ცხოვრობდა. მამაკაცი 58 წლის არის, დანარჩენები კი 18-25 წლის ახალგაზრდები არიან. ოჯახს მას შემდეგ მიაგნეს, რაც ახალგაზრდებიდან ყველაზე უფროსი იქვე მდებარე სოფელში გადავიდა და ბარში ლუდი მოითხოვა.

ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ ბარში გრძელთმიანი , ჭუჭყიანიწვერით და დაძონძილ ტანსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა შენიშნა, რომელმაც ლუდი შეუკვეთა. ამის შემდეგ მასთან გამოლაპარაკება გადაწყვიტა. საუბრიდან გაიგო, რომ

ხალგაზრდას სკოლაში საერთოდ არ უვლია, პარიკმახერთან კი 9 წელია არ ყოფილა. 

როგორც ცნობილია, პოლიციამ ფერმა საგულდაგულოდ შეამოწმა,

მათ სასტუმრო ოთახში, ჭურჭლის კარადის უკან დამალული კიბე აღმოაჩინეს, რომელიც საიდუმლო სარდაფში ჩადიოდა.

სწორედ აქ ცხოვრობდა 6 სულიანი ოჯახი, თუმცა სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არაა.

“ჩვენ ვიპოვეთ 6 ადამიანი, რომლებიც ძალიან პატარა ოთახში ცხოვრობდნენ, ისინი სავარაუდოდ, გამოკეტილები იყვნენ”, – აცხადებენ პოლიციაში.

58 წლის მამკაცი უკვე დაკავებულია, რომელიც აცხადებს, რომ ახალგაზრდების მამაა.

 

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ოჯახის უფროსი ხელოსანია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ისინი სოფელში რეგისტრირებულებიც კი არ არიან. 

“ჩვენ ვიღაცამ შეგვატყობინა, რომ ამ ადგილას ადამიანები ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს”, – აცხადებს გამომძიებელი.

უცნობია, რა დაემართა მათ დედას. ზოგიერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ 58 წლის კაცს ინსულტი ჰქონდა და ის საწოლს იყო მიჯაჭვული.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები